ემანუელ მაკრონს კორონავირუსი დაუდასტურდა

საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს კორონავირუსი დაუდასტურდა.

​ინფორმაციას ელისეის სასახლის პრესსამსახური ავრცელებს.

კომუნიკეში ნათქვამია, რომ რესპუბლიკის პრეზიდენტს დღეს კოვიდ 19-ზე დადებითი პასუხი მოუვიდა.

ასევე, აღინიშნება, რომ, ქვეყანაში მოქმედი სანიტარული ნორმების შესაბამისად, პრეზიდენტი იზოლაციაში 7 დღის განმავლობაში იქნება, საქმიანობას დისტანციურად გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები