მამუკა მდინარაძე: გუშინ არცერთი ადამიანი არ გამოუსახლებიათ საცხოვრებელი ბინიდან – ეს შეგნებულად გავრცელებული ცრუ ინფორმაციაა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აფრიკის დასახლებაში მიმდინარე მოვლენებს Facebook-ის საშუალებით გამოეხმაურა.
„1. სახელმწიფო უკანონობაზე ვერც თვალს დახუჭავს და, მით უმეტეს, ვერც უკანონობას დააკანონებს ისევე, როგორც ვერ წაახალისებს მას.
2. ,,ქართული ოცნების’’ ხელისუფლება შესაძლებლობების მაქსიმუმის ზღვარზე ეხმარება ყველა ადამიანს, რომელსაც არ აქვს საცხოვრისი.
3. გუშინ არცერთი ადამიანი არ გამოუსახლებიათ საცხოვრებელი ბინიდან – ეს შეგნებულად გავრცელებული ცრუ ინფორმაციაა.
4. ყველა შენობა, რომლის დემონტაჟიც მოხდა, იყო უკანონო და ამავე დროს მშენებარე (და არა დასრულებული) ნაგებობა.
5. უკანონო მშენებარე სახლების ყველა მესაკუთრე წინასწარ იყო გაფრთხილებული მოსალოდნელი სამართლებრივი რეაგირების შესახებ.
6. კახი ყოველთვის გამორჩეულია იმით, რომ შეუძლია, იყოს სახელმწიფო ინტერესების გამტარებელი, ძალიან პრინციპული და, ამავდროულად, ყველა გააკვირვოს თავისი ჰუმანურობით“, – წერს მამუკა მდინარაძე.
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა. მერიაში განმარტავენ, რომ არცერთი ნაგებობა არ იყო დასრულებული და, რა თქმა უნდა, მასში ადამიანები არ ცხოვრობდნენ.