მსახიობი რუსლან მიქაბერიძე გარდაიცვალა
81 წლის ასაკში მსახიობი რუსლან მიქაბერიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ მამა გიორგი დორეული წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
„ამ წუთებში გარდაიცვალა გულიანი ქართველი,კარგი ხელოვანი, მსახიობი, პოეტი, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული, ბატონი რუსლან მიქაბერიძე“, – წერს გიორგი დორეული.
დაიბადა 1939 წლის 24 აგვისტოს.
სხვადასხვა წელს მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა ქართულ (1960-1970), კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ (1971-1972) თეატრებში. 1972 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი.
გამოცემული ჰქინდა სატირული ლექსებისა და ლექსების, ეპიგრამებისა და პაროდიების რამდნიმე კრებული.