პლანეტის მოსახლეობის 25%-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა, 2022 წლამდე ვერ მიიღოს

პლანეტის მოსახლეობის 25%-თვის კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა, 2022 წლამდე იყოს მიუწვდომელი.

ამის შესახებ Reuters-ი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერებზე დაყრდნობით იტყობინება.

მკვლევრების დასკვნით, ვაქცინის გლობალურ წვდომასთან დაკავშირებით არსებული გაურკვევლობა უკავშირდება არა მხოლოდ იმას, რომ პრეპარატის კლინიკური ცდები ჯერ კიდევ გრძელდება, არამედ იმას, რომ მწარმოებლები და მთავრობები ვერ ახერხებენ, იყვნენ ტრანსპარენტულები ვაქცინის შეძენის შეთანხმებასთან დაკავშირებით.

ამერიკელი მეცნიერების მონაცემით, სახელმწიფოებს, რომლებსაც თანხები გააჩნიათ, ვაქცინის 51% დოზა უკვე აქვთ დარეზერვებული.

კერძოდ, ავსტრალიის, კანადისა და იაპონიის მთავრობებმა, სადაც, გლობალურ მაჩვენებელთან შედარებით, ინფიცირების მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლებია, ვაქცინის 1 მილიარდი დოზის შეკვეთა აქვთ გაკეთებული.

შესაბამისად, ქვეყნებს, რომლებსაც მოკრძალებული შესაძლებლობები გააჩნიათ და ჯამურად მათი მოსახლეობა პლანეტის 85% შეადგენს, იძულებული იქნებიან, ვაქცინის დარჩენილი ნაწილი ერთმანეთში გაანაწილონ.

ამის შედეგად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფარმაცევტული კომპანიები შეძლებენ ვაქცინის დაგეგმილი ოდენობის წარმოებას, დედამიწის მოსახლეობის 25% ვაქცინაცია, სულ მცირე, 2021 წლის ბოლომდე ვერ მოხერხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები