ჯანმო ბრიტანეთში გამოვლენილი კორონავირუსის ახალ სახეობას გამოეხმაურა

“ბრიტანეთში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი მუტაცია ადამიანისთვის დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა, შეიძლება, იყოს უფრო მწვავე”, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ნაბარომ.

“მუტაცია უფრო მწვავე ჩანს, მაგრამ მეტად საშიში არ არის”, – თქვა მან.

როგორც გუშინ ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, 60-მდე ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა კორონავირუსის ახალი სახეობის შედეგად გამოწვეული ინფექციის არსებობა. მეთ ჰენკოკის თქმით, ამის შესახებ უკვე ინფორმირებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და მიმდინარეობს დეტალური კვლევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები