როდის დაუბრუნდება გერმანია ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს – მერკელის პროგნოზი

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი იმედოვნებს, რომ ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს 2021 წლის შემოდგომას დაუბრუნდება.

ამის შესახებ მან სტუდენტებთან ვირტუალურ შეხვედრაზე განაცხადა.​

“თუ ვაქცინასთან დაკავშირებით ყველაფერი გამოგვივა, იმედები გაიზრდება, რომ შემოდგომის სემესტრისთვის ნორმალური ვითარება გვექნება, თუმცა, ზამთარი იქნება რთული”, – თქვა გერმანიის კანცლერმა.

მანამდე, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ზაფხულის ბოლოსთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან მოსახლეობის 60% იქნება აცრილი. ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ ვირუსის გავრცელების შეჩერებისთვის აუცილებელია მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინირება.

გერმანიაში ერთ დღეში კორონავირუსის​ 14 432 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 500 ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყანაში მკაცრი ,,ლოქდაუნი,, მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები