აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიამ ჯო ბაიდენი არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა

აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიამ 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ჯო ბაიდენი გამოაცხადა.

CNN-ის ინფორმაციით, 50 შტატის წარმომადგენელმა კოლეგიის წევრმა ბაიდენს 306, ხოლო ტრამპს 232 ხმა მიაკუთვნა. გამარჯვებისთვის კანდიდატს 270 ხმა სჭირდებოდა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის საკვანძო შტატებში: ნევადაში, ჯორჯიაში, პენსილვანიაში, არიზონაში, მიჩიგანსა და ვისკონსინში, სადაც დონალდ ტრამპი ბოლო წუთამდე იმედოვნებდა გამარჯვებას, ამომრჩეველთა კოლეგიამ ხმები დემოკრატ კანდიდატს მისცა.

ქვეყნის საარჩევნო სისტემის მომდევნო ფორმალური ნაბიჯია კონგრესში კენჭისყრა, რომელიც 6 იანვარს ჩატარდება.

მოსალოდნელია, რომ წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრები საკვანძო შტატების შედეგებს ეჭვქვეშ დააყენებენ, თუმცა, ამას საბოლოო შედეგზე გავლენის მოხდება არ შეუძლია.

ამომრჩეველთა კოლეგიის კენჭისყრის დაწყებამდე, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ისევ აცხადებდა, რომ თითქოს არჩევნების გაყალბება მოხდა და ის “აშშ-ის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული იყო”.

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები