დიმიტრი ხვთისიაშვილთან ონლაინშეხვედრა
18 დეკემბერს, 18:00 საათზე, რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილთან ონლაინშეხვედრა გაიმართება.
როგორც „კვირას“ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, უნივერსიტეტი აგრძელებს თეატრმცოდნე მაკა ვასაძის (ასოცირებული პროფესორი, კრიტიკოსი) პროექტს – „საუბრები თეატრზე“, რომელიც წარმოადგენს დისტანციური საჯარო შეხვედრა-მასტერკლასებს სტუდენტებისთვის და მათთვის, ვისაც თეატრი, ხელოვნება უყვარს.
დიმიტრი ღვთისიაშვილთან შეხვედრა შეხვედრების II ციკლის – „პროზის ინტერპრეტაციები თანამედროვე ქართველ რეჟისორთა შემოქმედებაში“ ფარგლებში გაიმართება.
შეხვედრა გაიმართება Google Meet პლატფორმის საშუალებით (აუცილებელია გამოიყენოთ Gmail-ის ელექტრონული ფოსტის სერვისი), ბმულზე: meet.google.com/niy-vaor-pwh
შეხვედრა-მასტერკლასების II ციკლის ჩანაწერების ნახვა შესაძლებელია უნივერსიტეტის ფეიბუქგვერდზე
https://www.facebook.com/watch/424640114314867/991640618011812
და “საუბრები თეატრზე”-ს youtube არხზე: https://www.youtube.com/channel/UCBRUZ0HwneWeojkWevpZPVQ