თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ონლაინპროგრამა

15 დეკემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით,  თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის სხვადასხვა წლების პროგრამა ონლაინ იქნება წარმოდგენილი.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საერთაშორისო პროგრამა ფესტივალის გასულ წლებში ჩამოტანილ  11 უცხოურ სპექტაკლს მოიცავს. მათ შორის გერმანულსაც, რომელთა მოწვევაც გოეთეს ინსტიტუტის ხელშეწყობით განხორციელდა:
15.12. – „თუნქის დოლი“, ბერლინერ ანსამბლი
16.12. – „მერვე სიცოცხლე ბრილკასათვის“, თალია თეატრი
18.12. – „თამაშის დასასრული“, შაუშპილ დორტმუნდი
18.12. – „ვეფხვი და ლომი”, ბადენის სახელმწიფო თეატრისა და სამეფო უბნის თეატრის ერთობლივი პროექტი, გოეთეს ინსტიტუტის საერთაშორისო კოპროდუქციის ფონდის მხარდაჭერით.
საერთაშორისო პროგრამის ბმული ხელმისაწვდომი იქნება 24 საათის განმავლობაში. ქართული სპექტაკლების პროგრამა წარმოდგენილი იქნება 18 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით და მასში მონაწილეობას მიიღებს, როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების თეატრები და დამოუკიდებელი კომპანიები. ქართული სპექტაკლების პროგრამის ბმული ხელმისაწვდომი იქნება 48 საათის განმავლობაში.

საერთაშორისო და ქართული პროგრამის სპექტაკლების ნახვა შესაძლებელი იქნება
ფესტივალის ვებგვერზე: https://tbilisiinternational.com/ge/27
და ფეიბუქზე: https://www.facebook.com/TbilisiInternational

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები