თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ონლაინ მიმდინარეობს

 თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 30 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, ონალინ გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, ამის მიზეზი Covid-19-ის გავრცელება და დაწესებული შეზღუდვებია.
14 დეკემბერს, 17:00 საათზე, იოანა ბერნჰარდსონის მასტერკლასი გაიმართება.
კინოს მხატვარი იოანა ბერნჰარდსონი მაყურებელს გაუზიარებს აღიარებულ შვედ რეჟისორთან, როი ანდერსონთან მუშაობის გამოცდილებას და ისტორიებს გადასაღები მოედნიდან, რამაც დოკუმენტურ კინოზე მუშაობის გადაწყვეტილებამდე მიიყვანა.
წლევანდელი კინოფესტივალი კინოჩვენებებთან ერთად ინდუსტრიული დღეების ვრცელ პროგრამასაც მოიცავს.
ფილმების ჩვენება ონლაინ პლატფორმა FESTIVAL SCOPE-ზე იქნება შესაძლებელი. პლატფორმაზე გაწევრიანება ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა.
20 სრულმეტრაჟიანი ფილმი 2 სექციაში იქნება წარმოდგენილი: „მსოფლიო კინო“ და „დამზადებულია გერმანიაში“.
https://www.festivalscope.com/page/tbilisi-film-festival/
ფესტივალის ონლაინკატალოგი: https://tbilisifilmfestival.ge/web/img/TIFF-Catalogue-2020.pdf

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები