კეკო ჭელიძის „მკვდარი სულების არდადეგებმა” საერთაშორისო ფესტივალის ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა
კეკო ჭელიძის სრულმეტრაჟიანმა დოკუმენტურმა ფილმმა „მკვდარი სულების არდადეგები” კოლუმბიურ საერთაშორისო კინოფესტივალზე Al Este – Colombia ჟიურის სპეციალური აღნიშნვა დაიმსახურა საკონკურსო სექციაში – Al Este.
ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
ფილმი მოგვითხრობს 90-იან წლებში საქართველოში წარმატებული მუსიკოსის, ლევან სვანიძის ამბავს, რომელიც ასაკოვან დედასთან ერთად ერთოთახიან ბინაში, თბილისის გარეუბანში ცხოვრობს. ლევანი ოპტიმისტია და თავისებურად ცდილობს დაიმკვიდროს თავი მუსიკალურ სამყაროში და აიწყოს პირადი ცხოვრება.
ფილმში გამოყენებულია ლევან სვანიძის ელექტრონული მუსიკა.
ფილმის მსოფლიო პრემიერა წელს Hot Docs დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე (ტორონტო, კანადა) გაიმართა.