საჩუქარი – დავით სარაჯიშვილის მუზეუმს
მწერალთა სახლს ზაქარია ფალაიშვილის სანათი და მე-18 საუკუნის ირანული ქირმანშალი გადაეცა.
„კიდევ ერთი შემოწირულობა დავით სარაჯიშვილის მუზეუმს! ზაქარია ფალიაშვილის სანათი და მე-18 საუკუნის ირანული ქირმანშალი!
დიდი მადლობა ამ საჩუქრისთვის სოფიო სხვედიანს.
ზაქარია ფალიაშვილი დავით სარაჯიშვილის ერთ-ერთი სტიპენდიანტი იყო, ამიტომ მისი კუთვნილი ნივთი სარაჯიშვილის მუზეუმისთვის განსაკუთრებით ძვირფასია“, – აღნიშნულია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.