ბექა ოდიშარია: ყველა ნორმალურ ქვეყანას სჭირდება პარლამენტში ოპონირება, ძირითად ინსტიტუციაში ოპონირების გარეშე ყოფნა, რა თქმა უნდა, უხერხულობაა

,,ყველა ნორმალურ ქვეყანას სჭირდება პარლამენტში ნორმალური ოპონირება, ძირითად ინსტიტუციაში ოპონირების გარეშე ყოფნა, რა თქმა უნდა, უხერხულობაა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

ოდიშარია იმედოვნებს, რომ ოპოზიციის ნაწილში მაინც საღი აზრი გაიმარჯვებს და მაინც მოახერხებენ თავიანთი წარმომადგენლობის დასწრებას პარლამენტში.

„შესაბამისად, მინდა ვიფიქრო, რომ ოპოზიციის იმ ნაწილში, რომელიც პარლამენტში არ იმყოფება დღეს, საღი აზრი გაიმარჯვებს და მაინც მოახერხებენ თავის წარმომადგენლობის დასწრებას პარლამენტში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ყველა ნორმალურ ქვეყანას სჭირდება პარლამენტში ნორმალური ოპონირება, ძირითად ინსტიტუციაში ოპონირების გარეშე ყოფნა, რა თქმა უნდა, უხერხულობაა და, სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, ვდგამთ იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც კონკრეტულ მოცემულობას შეესატყვისება და არ ვიშურებთ ძალისხმევას, რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ოპოზიციას, დაიკავონ ადგილები პარლამენტში“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები