11 დეკემბერი ტარიელ ხარხელაურის დაბადების დღეა
11 დეკემბერი პოეტ ტარიელ ხარხელაურის დაბადების დღეა. მას დღეს 75 წელი შეუსრულდა. ტარიელ პავლეს ძე ხარხელაური 1945 წლის 11 დეკემბერს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონიანთხევში დაიბადა.
„და მაინც იყო სამყარო მკაცრი, ჩაენარეკლა სივრცე ქარიშხალს…
და მიდიოდა უბრალო კაცი, კაცი
რომელიც ჰგავდა თავის თავს“… (ტარიელ ხარხელაური).
გამოცემული აქვს წიგნები: „წყალი საკალმახე“ (ლექსები), 1978; „საიდან მოველ, ვინა ვარ“ (ლექსები), „მერანი“, 1985; „იქ, მიღმ“… (ლექსები), „ლომისი“, 1998; „აქ ბინდისფერი გასრულდა ჭალა“ (ლექსები), „ეროვნული მწერლობა”; „მინდვრის ფსალმუნები“ (პოემა, ლექსები, წერილები), “ეროვნული მწერლობა”;
„100 ლექსი“, „ინტელექტი“, 2012; „წუთისოფლის სიმფონია“ (ლექსები), 2012…