ზურაბ ჯაფარიძე: სიების განულება ეხება მხოლოდ სიის იმ ნაწილს, რომელიც არ არის გამსვლელ ნაწილში, დანარჩენებმა ინდივიდურად უნდა მიმართონ
“სიების განულება ეხება სიის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც არ არის გამსვლელი, დანარჩენებმა ინდივიდურად უნდა მიმართონ”, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ჯერ კიდევ არის დრო და ,,გირჩშიც” იმავე პოზიციაზე არიან.
„სიების განულება ეხება მხოლოდ სიის იმ ნაწილს, რომელიც არ არის გამსვლელ ნაწილში. მაგალითად, „გირჩის“ შემთხვევაში, გამსვლელ ნაწილში არის ოთხი ადამიანი და ოთხის ზემოთ ნულდება. შესაბამისად, დანარჩენებმა ინდივიდურად უნდა მიმართონ. მაგაზე კიდევ არის დრო. ინდივიდურად მივმართავთ, კი, რა თქმა უნდა. რამდენადაც მე ვიცი, „გირჩშიც“ იმავე პოზიციაზე არიან“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.