ნიდერლანდებიდან ორი რუსი დიპლომატი ჯაშუშობის ბრალდებით გააძევეს – მოსკოვი საპასუხო ზომებისთვის ემზადება
ნიდერლანდების შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის დაზვერვამ რუსეთის საგარეო დაზვერვის ორი თანამშრომლის საქმიანობა აღკვეთა, რომლებიც რუსეთის საელჩოში დიპლომატებად იყვნენ აკრედიტირებული.
“ორივე მათგანი პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული”, – ნათქვამია განცხადებაში.
დიპლომატებმა ქვეყანა ორი კვირის ვადაში უნდა დატოვონ.
რუსეთის საელჩოში ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა, აღნიშნავენ, რომ არავითარი მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა. ასევე, რუსეთის დიპლომატიურ მისიაში აცხადებენ, რომ მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს.
ნიდერლანდებსა და რუსეთს შორის უკანასკნელი დიპლომატიური სკანდალი 2018 წელს აგორდა, როდესაც ქვეყნიდან 4 დიპლომატის გაძევება მოხდა.