„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დღეს აღარ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” ევროკავშირის წარმომადგენლობაში დაუდასტურეს. მათივე თქმით, შეხვედრის გადადების მიზეზი უცნობია.
“ვადასტურებთ, რომ შეხვედრა გადაიდო. მიზეზები და შეხვედრის ჩატარების სავარაუდო თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია”, – განუცხადეს “კვირას” ევროკავშირის წარმომადგენლობაში.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დღეს იყო დაანონსებული.