ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის „გამჭვირვალე სამყაროს” ონლაინჩვენება გაიმართება
12 დეკემბერს, 22:00 საათზე, ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბში ნაჩვენები იქნება ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის დოკუმენტური ფილმი – „გამჭვირვალე სამყარო”.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფილმის ჩვენება გაიმართება პირდაპირი ჩართვის ფორმატში ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. პირდაპირი ჩვენების ბმული ასევე გაზიარდება ეროვნულ კინოკლუბში.
„მშობლის მოვალეობა არ არის მხოლოდ შვილის გაჩენა – შვილთან ერთად ადამიანის ცხოვრებაში დიდი პასუხისმგებლობა ჩნდება, რომ ოჯახის უმცროსი წევრი სრულფასოვან ადამიანად აღიზარდოს“. – ასეთია ფილმის მთავარი სათქმელი.
„გამჭვირვალე სამყარო” 17 საერთაშორისო ფესტივალის ოფიციალურ ჩვენებაში იყო წარმოდგენილი. იგი 7 მთავარი პრიზის მფლობელია.