„წერე ქართულ კინოზე” – კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია

დასრულდა ეროვნული კინოცენტრის კონკურსი – „წერე ქართულ კინოზე“. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით,  კონკურსის მიზანია კინომცოდნეობისა და კინოკრიტიკის განვითარების ხელშეწყობა.
კონკურსის დასკვნით ეტაპზე გადავიდა 11 კონკურსანტი, საბოლოოდ კი მათ შორის შეირჩა 3 გამარჯვებული:

პირველი ადგილი: აკაკი ჭაბაშვილი
მეორე ადგილი: გიორგი მიქაბაძე
მესამე ადგილი: ეთერ ფარჩუკიძე
გამარჯვებულებს გადაეცემათ შემდეგი ჯილდოები:

პირველი პრიზი – გამარჯვებული დაესწრება ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალს. კინოცენტრი დააფინანსებს ფესტივალზე დასწრებას 5 დღის მანძილზე, მათ შორის აკრედიტაციას, მგზავრობას, დღიურ და სასტუმრო ხარჯებს. თუ ფესტივალი პანდემიის მიზეზით გადაინაცვლებს ონლაინ-სივრცეში, სტუდენტი უზრუნველყოფილი იქნება ამ ფორმატში ფესტივალზე დასწრებისთვის საჭირო აკრედიტაციით და ჯილდოს სახით მიიღებს 3 000 ლარს.
მეორე პრიზი – პრიზის მფლობელი დაფინანსდება საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის ერთი წლის საფასურით ან სტიპენდიის სახით მიიღებს ამ თანხას (იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს სასწავლო გრანტი).
მესამე პრიზი – პრიზის მფლობელი დაფინანსდება საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის ერთი სემესტრის საფასურით ან სტიპენდიის სახით მიიღებს ამ თანხას (იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს სასწავლო გრანტი).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები