კინოპროდიუსერი ლუჩანო გლორი თბილისში კორონავირუსით გარდაიცვალა

ეროვნული კინოცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ლუჩანო გლორის გარდაცვალების გამო, რომელიც  გუშინ თბილისში კორონავირუსით გარდაიცვალა.

„კინოპროდიუსერი და კინოექსპერტი ლუჩანო გლორი 25 წლის მანძილზე მუშაობდა ევროპის, სამხრეთ აფრიკისა და სამხრეთ კავკასიის კინოსექტორებში. 2015 წლიდან ცხოვრობდა თბილისში და საქმიანობდა, როგორც დამოუკიდებელი კონსულტანტი კერძო და საჯარო ინსტიტუციებში.

ლუჩანო გლორის შემოქმედებითი ბიოგრაფია მოიცავს როგორც მხატვრულ, ასევე დოკუმენტურ კოპროდუქციებს, რომელთა ჩვენებებიც იმართებოდა ოფიციალურ სელექციებში ისეთ კინოფესტივალებზე, როგორიცაა ბერლინის, კანის, ვენეციისა და ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალები.

ბოლო წლებში ლუჩანო გლორი არაერთ მნიშვნელოვან კულტურულ პროექტზე მუშაობდა. მისი ბოლო ნამუშევარი აღმოჩნდა მარადია ცაავას დოკუმენტური ფილმის პროექტი – „წყალს საზღვარი არ აქვს““, – აღნიშნულია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები