„100 საწარმო წელიწადში კი არ უნდა გახსნილიყო, უნდა შექმნილიყო“
წელიწადში ასი საწარმო კი არ უნდა გახსნილიყო, არამედ უნდა შექმნილიყო, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებელმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, საწარმოების მშენებლობასთან დაკავშირებით იმაზე მეტი გაკეთდა, ვიდრე დაპირებული იყო. მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო უამრავ საწარმოს დაეხმარა და ეს პროცესი ყოველდღიურად გრძელდება.
„ასზე მეტი საწარმოა დაფინანსებული და ამის გადამოწმება აქვე შეგიძლიათ. ახალი საწარმოების შექმნა საარჩევნო პერიოდზეა გათვლილი და არა ერთ წელში შექმნაზე“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.