მერაბ ნინიძე ბრიტანული „ბიფას“ დაჯილდოების ნომინანტია
მერაბ ნინიძე ბრიტანეთის დამოუკიდებელი კინოს დაჯილდოების (BIFA) ნომინანტია – მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის, ფილმში -The Courier. გამოცემა Variety-ს ინფორმაციით, 17 ნომინაციაში ბრიტანეთის დამოუკიდებელი კინოს დაჯილდოების გამარჯვებულები 2021 წლის თებერვალში დასახელდებიან.
მერაბ ნინიძე ახალ ფილმში ბენედიქტ კამბერბეჩთან ერთად თამაშობს.
რეჟისორ დომენიკ კუკის ფილმი – The Courier მაყურებლისთვის ასევე ცნობილია სათაურით – Ironbark.