გიორგი კანდელაკი: რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი არის პრინციპული, ეს საჯაროდაა ცნობილი

“რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი არის პრინციპული, ეს საჯაროდაა ცნობილი და აქ დასამალი არაფერი არ არის”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს თეორიული შანსი, რომ რაღაც შეთანხმება მოხდეს, პარლამენტის პირველ სხდომაზე ოპოზიცია ყველანაირად შეეცდება ამ შეთანხმების მიღწევას.

„ოცნება“ მიიღებს ერთპარტიულ პარლამენტს. ამის შემდეგ, როგორც კი შედგება ერთპარტიული პარლამენტი, „ქართულ ოცნებაზე“ ერთი ორად გაიზრდება ზეწოლა როგორც საზოგადოებრივი, ასევე – ჩვენი პარტნიორების მხრიდან და მათ მაინც მოუწევთ წამოსვლა კომპრომისზე, მაინც მოუწევთ საუბარი რიგგარეშე არჩევნების საკითხზე. რიგგარეშე არჩევნები გულისხმობს, რომ უნდა ჩატარდეს პაკეტში არა მხოლოდ პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან, არამედ – დისკრედიტებულ პოლიტიზებულ საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებასთან. რა კონტურები შეიძლება, ჰქონდეს ამ ცვლილებებს, ამაზეც შეიძლება იყოს დისკუსია იმის გათვალისწინებით, რომ საკუთრივ რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი არის პრინციპული, ეს საჯაროდ არის ცნობილი და აქ დასამალი არაფერი არ არის. სწორედ ეს არის საზოგადოების დაკვეთა.

დასავლური ცივილიზაციის ბუნებაა ასეთი, ყოველთვის ჯობს ინსტიტუტების შიგნით ბრძოლა, მაგრამ ამავე დროს არ უნდა დავკარგოთ კონტექსტის აღქმა. კონტექსტი არის ასეთი – პირველ რიგში ინტერესია, მაგრამ დასავლეთის ინტერესიცაა, რომ არჩევნები, როგორც ინსტიტუტი, ამ ქვეყანაში არ გაუქმდეს. ჩვენ გვესმის, გაგებით ვეკიდებით ყველა თანამდებობის პირის ძალისხმევისა, რომ არჩევნები არ გაყალბდეს ამ ქვეყანაში, მაგრამ ამავე დროს გაგებით ვეკიდებით მათ მოტივს, რომ ასეთი ხანძარი მათი მოღვაწეობის ფარგლებში არ მოხდეს საქართველოში. ამავე დროს, მთავარი პასუხისმგებლობა არის პოლიტიკურ პარტიებზე და საზოგადოების დაკვეთაც არის ცალსახა“, – განაცხადა კანდელაკმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები