აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 48 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან 48 კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზეა.
უწყების ცნობით, ამჟამად რეგიონის კლინიკებში 980 პაციენტი მკურნალობს, კოვიდსასტუმროში – 1 684, ონლაინ რეჟიმში ბინაზე კი – 3 227 ინფიცირებული. კლინიკებიდან დღეს 118 გამოჯანმრთელებული გაეწერა. ამასთან, რეგიონში თვითიზოლაციაში რჩება 10 441 პირი.
აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 489 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 456 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
სულ აჭარაში „კოვიდ-19“ დაამარცხა 23 480-მა პაციენტმა.