სოზარ სუბარი: პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი რომ არ გამოსულიყო, საქართველოში პოლიტიკური პროცესი მინიმუმ 10-15 წლით ჩაბეტონდებოდა

“ბიძინა ივანიშვილი რომ არ გამოსულიყო პოლიტიკურ ასპარეზზე, საქართველოში პოლიტიკური პროცესი იყო მკვდარი, საქართველოში პოლიტიკური პროცესი, მინიმუმ, 10-15 წლით ჩაბეტონდებოდა”, – ამის შესახებ სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, 2008 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სააკაშვილს გაპრეზიდენტების შანსი, პრაქტიკულად, არ ჰქონდა, რადგან ოპოზიციური ხმები ერთიანდებოდა და მეორე – გამარჯვების რწმენა რჩებოდა ოპოზიციურად განწყობილ ელექტორატს.
„2008 წელს, 7 ნოემბრისა და მასობრივი მღელვარების საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნებს წინ საპრეზიდენტო არჩევნები უძღოდა. საპარლამენტო არჩევნებში მეორე ტური გარდაუვალი იყო, რადგან, ხმების პატიოსნად დათვლის შემთხვევაში, მიშა, ალბათ, გავიდოდა პირველ ადგილზე, მაგრამ ეს იქნებოდა 50%-ზე ბევრად დაბალი მაჩვენებელი და ვერანაირად ვერ გახდებოდა პრეზიდენტი. მეორე ტურში გაპრეზიდენტების შანსი, პრაქტიკულად, არ ჰქონდა, რადგან ოპოზიციური ხმები ერთიანდებოდა და მეორე – გამარჯვების რწმენა რჩებოდა ოპოზიციურად განწყობილ ელექტორატს.
საპარლამენტო არჩევნებზე, იმის გამო, რომ მაშინ საპარლამენტო რესპუბლიკა ვიყავით, პრეზიდენტს ჰქონდა მთელი ძალაუფლება. ხელისუფლებას ხელში ჰქონდა ყველა ბერკეტი. ოპოზიციამ წააგო და ამ ფონზე, პარტიების ნაწილმა გადაწყვიტა, არ შესულიყო პარლამენტში და ამით სერიოზულად იზარალეს.
ბიძინა ივანიშვილი რომ არ გამოსულიყო პოლიტიკურ ასპარეზზე, საქართველოში პოლიტიკური პროცესი იყო მკვდარი, მაშინდელი რეალობა, მინიმუმ, 10-15 წლით ჩაბეტონდებოდა. თავად ნაცები მიიჩნევდნენ, რომ 30 წელი მაინც უნდა გაგრძელებულიყო, ამაზე ღიად საუბრობდნენ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები