საფრანგეთში ფრინველის გრიპის აფეთქებაა

საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, რომ ლანდას დეპარტამენტში 6 ათასი იხვი H5N8-ით დაავადდა.

აღინიშნება, რომ დეპარტამენტში 5 დეკემბერს ბევრი ფრინველი დაიხოცა.

“ეს H5N8 ვირუსია, რომელიც ადამიანზე არ გადადის და ევროპის ველურ ბუნებაში გადამფრენი ფრინველების მეშვეობით აქტიურად ცირკულირებს”, – აღნიშნეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

პრევენციული ზომის სახით, 6 დეკემბერს ფერმებში ყველა იხვი დახოცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები