„ბათუმი – არტისტების/კულტურის როლი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში“
8 დეკემბერს, 16.30-18.30 საათზე, ვებინარი „ციფრული ლაბი ბათუმი“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, 8 დეკემბერს დაგეგმილი ვებინარი მოიცავს პროექტის შედეგების პრეზენტაციას და პანელდისკუსიას არტისტების, არტკურატორების და ქალაქის დაგეგმარების სპეციალისტებთან ერთად. განხილული იქნება არტისტების და კულტურული ორგანიზაციების როლი ქალაქის მდგრად განვითარებაში, როგორ შეიძლება კულტურის სექტორმა და არტისტებმა ხელი შეუწყოს კულტურული მემკვიდრეობის/გარემოს შენარჩუნებას…
„ურბან ლაბი – ბათუმი“ საერთაშორისო პროექტის ”Connecting Georgia” ფარგლებში ტარდება. აღნიშნული პროექტის მიზანია, ზღვისპირა ქალაქებში პოსტინდუსტრიულ მემკვიდრეობის ურბანული დაგეგმარებისა და საზოგადოების განვითარების კონტექსტში შესწავლა. “Connecting Georgia” დაკავშირებულია შემოქმედებითი ევროპის მიერ დაფინანსებულ პროექტთან „წყლის მეხსიერება”, რომელიც ევროპაში ექვს პარტნიორ ქვეყანას მოიცავს და „შვედეთის ინსტიტუტის“ მიერ ფინანსდება. პროექტის პარტნიორია საქართველოში – „ბათუმის ხელოვანთა სახლი არგანი“/BIAFF.
ვებინარის განრიგი:
16.30 – 16.45 – პრეზენტაცია – „პროექტი “CONTECTING GEORGIA – მიზნები და აქტივობები“, ზვიად ელიზიანის BAHA / BIAFF მენეჯერი.
16.45 – 17.15 – პროექტის ფარგლებში შექმნილი ვიდეოარტების, ინსტალაციების, ფოტოგამოფენის და ა.შ. პრეზენტაცია – წარმოდგენილი არტისტების (ავტორების) მიერ, რომლებიც მოკლედ ისაუბრებენ თითოეული მხატვრული ნაწარმოების კონცეფციის შესახებ.
17.15-17.45 – „ბათუმი – ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა – არსებული სიტუაცია, პრობლემები და საჭიროებები” – შოთა გუჯაბიძე, ნინო ინაიშვილი, ნათია აფხაზავა – ორგანიზაცია „ბათომი“.
17.45 – 18.15 სთ. – „ხელოვნების სივრცისა და კულტურული სექტორის განვითარების პერსპექტივები ბათუმში – გამოწვევები და შესაძლებლობები”. პანელი რამდენიმე არტკურატორის/არტ-მენეჯერის/ხელოვნებათმცოდნის (ანა რიაბოშენკო, ირაკლი ძნელაძე – „თანამედროვე ხელოვნების სივრცე ბათუმი”, ლევან ხუჯაძე – არტმენეჯერი/მუსიკალური ფესტივალი „SOUND SPRING”, სოფო ჭანიშვილი – ხელოვნებათმცოდნე/ ბათუმის მერია) და არტისტების (ლევან წულუკიძე, გიორგი გოგიბერიძე, შოთა გუჯაბიძე, ზაირა ნადირაშვილი) მონაწილეობით.
18.15- 18.30 – დისკუსია / შეჯამება.
ვებინარი გაიმართება ZOOM აპლიკაციის მეშვეობით და მოხდება მისი ონლაინტრანსლაცია BIAFF-ის ფეისბუქგვერდზე.