ამირან გამყრელიძე მოსახლეობას გრიპის ვაქცინაციისკენ მოუწოდებს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას გრიპის ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანაში გრიპის ვაქცინა საკმაო რაოდენობითაა და ყველას შეუძლია, აიცრას. ამირან გამყრელიძემ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ განსაკუთრებით ორსულებს მოუწოდა.
„ჯერჯერობით, გრიპის ვირუსის ცირკულაცია არ დაფიქსირებულა. კიდევ ერთხელ ვსარგებლობ შემთხვევით და გეტყვით, რომ ქვეყანაში გრიპის ვაქცინა საკმაო რაოდენობითაა. მოვხსენით ყველანაირი ბარიერი. ყველას შეუძლია, პოლიკლინიკაში მივიდეს და აიცრას. ამის დრო ჯერ კიდევ არის. ქვეყანაში გრიპის ვაქცინის, დაახლოებით, 65 ათასამდე დოზა არის. გთხოვთ, ისარგებლეთ იმ შემოთავაზებით, რაც სახელმწიფომ გააკეთა. წელს 235 ათასი დოზა სახელმწიფომ იყიდა და ავიცრათ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ორსულ ქალბატონებს, მათთვის მთელ სეზონზე იქნება დოზების გარკვეული რაოდენობა შენახული. სასურველია, რომ ყველა ორსული აცრილი იყოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.