7 დეკემბერი იამზე დოლაბერიძის დაბადების დღეა
7 დეკემბერი მოცეკვავის, საქართველოს სახალხო არტისტის, იამზე დოლაბერიძის დაბადების დღეა. მას 81 წელი შეუსრულდა.
დაიბარა 1939 წლის 7 დეკემბერს თბილისში.
დაამთავრა ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებული ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1958 წელს; თბილისის სამხატვრო აკადემიის მოდელირების ფაკულტეტი – 1972 წელს.
1958-1960წწ. ცეკვავდა ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასში; 1960-1975წწ. იყო ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის წამყვანი მოცეკვავე; ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტი და მხატვარი; ქმნიდა მოცეკვავეთა სამოსის ესკიზებს; 1979-2010წწ.
ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა ქორეოგრაფიულ სტუდიაში, მისივე დაარსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ „იამზეში”;
ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში წარმატებით შეასრულა სოლო პარტიები ცეკვებში: „აჭარული”, „ხევსურული”, „ყარაჩოხელი”;
ოპერისა და ბალეტის თეატრში ასრულებდა ქართულ ცეკვებს ოპერებში: „აბესალომ და ეთერი”, „დაისი”, „ქეთო და კოტე”; აგრეთვე ცეკვავდა ბალეტებში: „ექიმი აიბოლიტი”, „ოტელო”, „მშვიდობისათვის”, „გორდა”.
1996 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.