„ხალხური საღამოების“ კონცერტები პირდაპირი ეთერით გრძელდება

7 დეკემბერს, 18:00 საათზე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დარბაზიდან მაყურებლის წინაშე ანსამბლი „სათანაო” და კვარტეტი „მელორამა“ წარდგებიან.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფოლკლორის ცენტრი „ხალხურ საღამოებთან” და მონაწილე ანსამბლებთან ერთად უერთდება გლობალურ კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
პროექტის მიზანია: ქართული ტრადიციული სიმღერის ხელშეწყობა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია, ტრადიციული შემსრულებლობის მხარდაჭერა.
პროექტი ხორციელდება საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით
კონცერტები იმართება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შემუშავებული რეგულაციების დაცვით.
კონცერტების მოსმენა შესაძლებელია ფეისბუქგვერდზე:  ფოლკლორის ცენტრის დარბაზი • Folk Center Hall

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები