ლიზი კაკაბაძემ პიანისტთა ონლაინკონკურსზე ოქროს მედალი მოიპოვა (ვიდეო)

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო მიმართულების მეორე კურსის სტუდენტმა ლიზი კაკაბაძემ პიანისტთა ონლაინკონკურსზე – Music and Stars Awards ოქროს მედალი მოიპოვა. ინფორმაციას კონსერვატორიის ფეისბუქგვერდი ავრცელებს.
ლიზი კაკაბაძე ემერიტუს რევაზ თავაძის კლასში სწავლობს.
„Music and stars awards – კლასიკური მუსიკის ონლაინკონკურსია, რომელიც ორიენტირებულია ახალი არტისტების აღმოჩენასა და მათი კარიერის განვითარებაზე. რადგან ონლაინრეჟიმში ჩატარდა, შეფასება ხდებოდა ჩანაწერის ხარჯზე, რომლის ხანგრძლივობა ფორტეპიანოს კატეგორიაში 20 წუთამდე უნდა ყოფილიყო.
ვიდეოჩანაწერი გაკეთებულია კონსერვატორიის დიდ დარბაზში.
ლიზიმ გააგზავნა რ. შუმანის „სიმფონიური ეტიუდები”, თხზ.13“… – აღნიშნულია ინფორმაციაში.
კონკურსის სხვა დეტალები მოცემულ ბმულზე:
https://musicandstarsawards.com/

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები