ზურაბ ჯაფარიძე: იძახიან, ჩვენც „გირჩი“ ვართო და იძახონ, რა ვუყო, არავის არ ვრიცხავ, მე ახალ, სხვა „გირჩს“ ვაკეთებ

“იძახიან, ჩვენც „გირჩი“ ვართო და იძახონ, რა ვუყო. არავის არ ვრიცხავ, მე გამოვდივარ იმ სისტემიდან საერთოდ და ჩემთვის ახალ, სხვა „გირჩს“ ვაკეთებ”, – ამის შესახებ ,,გირჩის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პარტიის ლიდერის თქმით, „გირჩის“ Facebook-გვერდი და ციფრული ვალუტა მისი თანაგუნდელების მართვის ქვეშ არის და ამ საკითხზე შეთანხმება ვერ შედგა.

„არავინ არავის გარიცხავს. მე ვრჩები „გირჩში“. ისინიც, რავი, იძახიან, ჩვენც „გირჩი“ ვართო. ჰოდა, ვნახოთ რა. მე გავაგრძელებ იმას, რასაც ვაკეთებდი. „გირჩის“ ლოგოც მექნება, სახელშიც „გირჩი“ მიწერია და ზუსტად იმავეს გავაკეთებ, რასაც აქამდე ვაკეთებდი. იძახიან, ჩვენც „გირჩი“ ვართო და იძახონ, რა ვუყო. არავის არ ვრიცხავ, მე გამოვდივარ იმ სისტემიდან საერთოდ და ჩემთვის ახალ, სხვა „გირჩს“ ვაკეთებ. კონკურენცია იქნება, კარგია, ორი „გირჩი“ იქნება ერთმანეთთან კონკურენციაში, ერთმა „გირჩმა“ ხომ აიკლო ქვეყანა და ახლა იქნება ორი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

თანაპარტიელებთან: ვახტანგ მეგრელიშვილთან, იაგო ხვიჩიასა და სანდრო რაქვიაშვილთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ 4 დეკემბერს სოციალურ ქსელში დაწერა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები