შობის პერიოდში ბელგიაში, დამატებითი რეგულაციები იმოქმედებს – ნებადართული იქნება სტუმრების მიღება მხოლოდ ღია ცის ქვეშ, იტალიაში კი 21 დეკემბრიდან 5 იანვრამდე აკრძალული იქნება რეგიონებს შორის მიმოსვლა, ძალაში იქნება კომენდანტის საათი

“ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადების მიხედვით, შობის პერიოდში, ბელგიაში, დამატებითი რეგულაციები იმოქმედებს”, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათივე განმარტებით, შობის ღამეს ნებადართული იქნება სტუმრების მიღება მხოლოდ ღია ცის ქვეშ და დასაშვებია მაქსიმუმ 4 ადამიანი.

„ამასთან სტუმრების მიღება დასაშვებია მხოლოდ ისეთ ეზოში, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და არა სახლიდან. (სტუმრებიდან მხოლოდ ერთ პირს შეეძლება ისარგებლოს საპირფარეშოთი) ასევე, წვეულების დროს სახლში შესვლა შეუძლია მასპინძლებიდან მხოლოდ ერთ პირს, წვეულების სხვა წევრებმა თავი უნდა შეიკავონ დახურულ სივრცეში შესვლისგან. აღნიშნულ განცხადებაზე ეპიდემიოლოგებმა გააკეთეს კომენტარი და თქვეს, რომ თუკი დახურულ სივრცეში შესვლისას პირი გამოიყენებს პირბადეს, შემცირდება დაინფიცირების რისკი. თუმცა, არის იმის რისკი, რომ ადამიანები დახურულ სივრცეში შესვლის დროს შეხვდებიან ერთმანეთს, გაჩერდებიან სასაუბროდ და ასეთ დროს გაიზრდება დაინფიცირების რისკი. ასევე აღსანიშნავია, რომ ინფექციური დაავადებების ექსპერტის განცხადებით, ბელგიაში, რომელიც ამჟამად ლოქდაუნის რეჟიმშია, არ არსებობს შესაბამისი სამოქმედო გეგმა კორონავირუსის მესამე ტალღის შემთხვევაში, რაც გულისხმობს ჯანდაცვის სექტორის მომზადებას შესაბამისი აღჭურვილობით, ტესტების მარაგის მომზადებას და ა.შ“, – წერს უცხოური მედია.

მათივე ცნობით, შობის პერიოდისთვის, იტალიის მთავრობამ გაამკაცრა შეზღუდვები და 21 დეკემბრიდან 5 იანვრამდე აკრძალული იქნება რეგიონებს შორის მიმოსვლა, ასევე, ძალაში იქნება კომენდანტის საათი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები