იაგოს, სანდროს და ვახოს შევთავაზე ცივილიზებული ფორმით დაშორება, პასუხად მივიღე: ჯერ რჩევა რომ „დავოკებულიყავი’ შემდეგ მუქარა რომ „გავნადგურდებოდი” – ზურაბ ჯაფარიძე
მქონდა კომუნიკაცია იაგოსთან, სანდროსთან და ვახოსთან, შევთავაზე ცივილიზებული ფორმით დაშორება, პასუხად მივიღე: ჯერ რჩევა რომ „დავოკებულიყავი’ შემდეგ მუქარა რომ „გავნადგურდებოდი, – ამის შესახებ „გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პარტიის ჯგუფში, გირჩის ბაბლში წერს.
ჯაფარიძის თქმით, დღეს კიდევ ერთხელ, ამჯერად საჯაროდ, სთავაზობს ამ ადამიანებს ცივილიზებულ გაყრას.
„გუშინ დილით მე მქონდა კომუნიკაცია იაგო/სანდრო/ვახოსთან და შევთავაზე ცივილიზებული ფორმით დაშორება – ჩვენ გვრჩება მხოლოდ სახელი და პეიჯი, ხოლო მათ რჩებათ ყველაფერი დანარჩენი – ბიბლიური თავისუფლება თავის შემოსავლებით, პორტალი თავის ჯედებით, ვებგვერდი, ფბ ჯგუფები, ავეჯი, ინვენტარი და ა.შ. პასუხად მივიღე: ჯერ რჩევა რომ „დავოკებულიყავი’” შემდეგ მუქარა რომ „გავნადგურდებოდი” შემდეგ ეჭვი რომ შესაძლოა „სუსის კაცი” ვიყო. ბოლოს კი ისევ რჩევა რომ ჩემი ნებით წავსულიყავი გირჩიდან, რადგან სახელში უკვე მიწერია გირჩი და ეგ უნდა ვიმყოფინო ამ პასუხიდან გამომდინარე, დღეს კიდევ ერთხელ, ამჯერად საჯაროდ, ვთავაზობ ამ ადამიანებს ცივილიზებულ გაყრას ჩვენ პრეტენზიას ვაცხადებთ მხოლოდ სახელსა და ფბ გვერდზე მეტიც, ვთავაზობთ რომ ეს საკითხი – ვის რჩება სახელი და ფბ გვერდი – გადაწყვიტოთ თქვენ, გირჩმა: ამ ჯგუფში მოწყობილი მარტივი პოლით ან პორტალზე ჯედებით კენჭისყრით ორივეს გაკეთება უმარტივესია ტექნიკური თვალსაზრისით პასუხი გვინდა დღის ბოლომდე დადებითი პასუხის შემთხვევაში, ორივე ტიპის კენჭისყრა შესაძლებელია გაკეთდეს ხვალვე თუ თქვენი გადაწყვეტილება იქნება მათ სასარგებლოდ, ჩვენ უარს ვიტყვით ყველაფერზე და დავიწყებთ ნულიდან ამისთვისაც სრული მზაობა გვაქვს”, — წერს ჯაფარიძე.