თენგიზ ცერცვაძე – მე პიროვნულად თუ მკითხავთ კმაყოფილი ვარ თუ არა ეკატერინე ტიკარაძით გეტყვით, რომ არ ვარ, ჩვენი პირადი ურთიერთობა კარგი არ იყო

მე კმაყოფილი ვარ ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის მუშაობით, თუმცა ჩვენი პირადი ურთიერთობა კარგი არ იყო – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.

“დიახ, მე კმაყოფილი ვარ ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის მუშაობით. ვიცი მის მიმართ კრიტიკული შენიშვნები არის, მაგრამ მე ისიც ვიცი რა შეუძლია ჯანდაცვის მინისტრს და სამინისტროს. ისიც ვიცი რას ვაკეთებდით წინა მინისტრების დროს, რომელთა შორისაც გამოჩენილი პიროვნებები იყვნენ. მიმაჩნია, რომ მეტის გაკეთება ძნელია.

მე, პიროვნულად თუ მკითხავთ ვარ თუ არა კმაყოფილი ტიკარაძით, გეტყვით რომ არ ვარ. ჩვენი პირადი ურთიერთობა კარგი არ არ იყო, ახლა ნორმალურია. განცხადებითაც მივმართე, სამსახურს ვტოვებდი, ამის მიზეზი სხვადასხვა ფაქტორებისგან იყო გამოწვეული, მათ შორის იმითაც რომ 10 წელია ინფექციურ საავადმყოფოს შენობა არ გვაქვს და არაადამიანურ პირობებში, არა ადამიანური რესურსით გვიწევს მუშაობა.

თუმცა ახლა აღასანიშნავია, რომ ჩვენი ეს პრობლემა პრემიერმა გადაჭრა, რისთვისაც მადლობლები ვართ”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები