4 დეკემბერი ზურაბ ნიჟარაძის დაბადების დღეა

4 დეკემბერს მხატვარი  ზურაბ ნიჟარაძე (პიკო) 92 წლის გახდა.
მხატვარს დაბადების დღეს გალერეა „ვერე“ ულოცავს.
„დღევანდელი დღის იუბილარს წარდგენა არ სჭირდება, მისი ფერწერა ყველასთვის ძალიან ნაცნობი და ეპოქისთვის დამახასიათებელია.
დიდხანს ჯანმრთელობა გვსურს ვუსურვოთ ჩვენთვის ძვირფას ხელოვანს და მრავალი შემოქმედებითი წელი წინ, რომელიც გაახარებს, მისი ხელოვნებით მონუსხულ საზოგადოებას.
გილოცავთ ბატონო ზურაბ იუბილეს“! –  აღნიშბულია გალერეის ფეისბუქგვერდზე.
ზურაბ ნიჟარაძე დაიბადა თბილისში, 1928 წელს. 1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1964-1971 წლებში იყო სამხატვრო აკადემიის ხატვის კათედრის პედაგოგი, 1982-1987 წლებში – რექტორი; მუშაობს მხატვრობის სხვადასხვა დარგში: ფერწერა, გრაფიკა, თეატრის, კინოს და კედლის მხატვრობა.
1955 წლიდან სისტემატურად  მონაწილეობს საქართველოს რესპუბლიკურ და საბჭოთა კავშირის საკავშირო გამოფენებში, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ქართველ მხატვრებთან ერთად. მისი ნამუშევრები დაცულია: ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში (თბილისი), თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში (თბილისი), მხატვართა კავშირში (თბილისი), ტრეტიაკოვის გალერეაში (მოსკოვი), რიო-დე-ჟანეიროს ნაციონალურ გალერეაში (ბრაზილია), ლუდვიგის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (აახენი, გერმანია), ამერიკის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, შვედეთის, საბერძნეთის და სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში.
2011 წელს რეჟისორმა ილიკო ჟღენტმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი, სადაც მოთხრობილია ზურაბ ნიჟარაძის შემოქმედებითი მოღვაწეობის შესახებ.
არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო მხატვარი, „ხელოვნების ქურუმის მფლობელი“ (2013 წელს მიენიჭა კულტურის სამინისტროს ჯილდო – ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები