თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარი კორონავირუსით გარდაიცვალა

თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარი, მღვდელი დავით მაჩიტაძე კორონავირუსით გარდაიცვალა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „საპატრიარქოს უწყებანი“ წერს.
„გუშინ, 2020 წლის 2 დეკემბერს ახალი კორონავირუსით (COVID-19) გარდაიცვალა თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის (ელიავაზე მდებარე) მოძღვარი, მღვდელი დავით მაჩიტაძე.
მწუხარებას გამოვთქვამთ მამა დავითის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს.
უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.
გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული მღვდელი დავითი“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები