„სამშობლო მე ვარ“! – ვახტანგ ღლონტის დაბადების დღე 

აჭარის მწერალთა სახლი იუბილეს ულოცავს პოეტ ვახტანგ ღლონტს, რომელსაც 4 დეკემბერს 65 წელი შეუსრულდა.
„აჭარის მწერალთა სახლი იუბილეს ულოცავს თანამედროვეობის უდიდეს პოეტს, ერის მაჯისცემის მოდარაჯეს, ბუნებით ძმას და გულშემატკივარს, მრავალი ლიტერატურული პრემიის ლაურეატს, უბრალოდ – დიდ ადამიანს“, – აღნიშნულია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამშობლო

სამშობლო მიწის ნაჭერია, სხვა არაფერი.
სამშობლო მიწის ნაჭერია, რომელზეც ვდგევარ.
აქეთ ყინულის უდაბნოა, იქ – ქარაფები,
შუაში მე ვარ!
სამშობლო მიწის ნაჭერია, არაფერი სხვა.
მიწა იმ ტერფის ოდენია, რომელზეც ვდგევარ.
ბიჯს ვერ მომიცვლის ვერც მტრის ხმალი, ვერც ღვთის შერისხვა,
უტეხი კლდე ვარ!
სამშობლო მიწის ნაჭერია, განა სხვა რამე.
სამშობლო მამის საფლავია, რომელზეც ვდგევარ.
თვალს არ მოვხუჭავ, ვიდრე ირგვლივ ფხიზლობს წკვარამი,
მამის სისხლი და მამის ლუკმა იყოს არამი,
უქმად თუ ვდგევარ!
სამშობლო მიწის ნაჭერია,სხვა არცრაიცა.
მოვკვდები, მიწად გარდვიქცევი, რომელზეც ვდგევარ.
მშობლის საფლავს კი ახლა ჩემი შვილი დაიცავს,
სამშობლო მიწის ნაჭერია,- სხვა არცრაიცა..
სამშობლო მე ვარ!

ვახტანგ ღლონტი,1983 წელი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები