იაგო ხვიჩია: კონფლიქტი ვახოსა და ჯაფარას შორის იყო

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ კონფლიქტი ვახო მეგრელიშვილსა და ზურაბ ჯაფარიძეს შორის პირად თემებზე მოხდა.

ხვიჩიამ ასევე აღნიშნა, რომ პარტიაში არანაირი „განხეთქილების ვაშლი“ არ არსებობს.
„განხეთქილების ვაშლი“ არ არსებობს. ჩემსა და ზურას შორის არაფერი  მომხდარა, კონფლიქტი ვახოსა და ჯაფარას შორის იყო, მაგრამ ეს ხომ არასერიოზულია,  პირადი კონფლიქტის გამო ასეთი ამბების მოწყობა. მე თქვენთან ერთად ველოდები კითხვებზე პასუხს“, – თქვა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პარტია იშლება და იგი იაგოსთან, ვახოსა და სანდროსთან ერთად „გირჩის“ შენებას აღარ აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები