4 დეკემბერი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეა

4 დეკემბერი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეა.  მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ახალი სტილით 4 დეკემბერს აღნიშნავს (21 ნოემბერი). იგი შესულია ეკლესიის მიერ დადგენილ 12 დიდ დღესასწაულთა რიცხვში.

იოაკიმემ და ანამ ღვთისადმი მიცემული აღთქმა შეასრულეს და როცა მარიამი სამი წლის გახდა, გალობითა და სანთლებით ხელში მიიყვანეს იერუსალიმის ტაძარში. ტაძარს თხუთმეტსაფეხურიანი კიბე ჰქონდა. მარიამმა, თითქოს ფრთებშესხმულმა,  დაუბრკოლებლად აირბინა თხუთმეტივე საფეხური. მას  მღვდელმთავარი ზაქარია შეეგება, რომელმაც, ღვთის შთაგონებით, წმიდათა წმიდაში შეიყვანა, სადაც მხოლოდ მღვდელმთავარი შედიოდა, ისიც – წელიწადში ერთხელ.

ყოვლადწმიდა მარიამი ტაძარში გამუდმებით ლოცულობდა, გულმოდგინედ კითხულობდა წმიდა წერილებს, ხელსაქმობდა, სნეულებსა და დავრდომილებს უვლიდა, თავის წილ ულუფა საკვებს მათ აძლევდა და თვითონ ,,მოიღებდა საზრდოსა ხელთა ანგელოზისაითა”.
საეკლესიო საგალობლებში არის მოწმობა იმის შესახებ, რომ მარადის ქალწულს წმინდა ანგელოზები ეცხადებოდნენ, ყოველდღიურად ნახულობდნენ, ზეციურ საკვებს უძღვნიდნენ და ესაუბრებოდნენ. წმინდა მარიამის ტაძარში ყოფნა სულიწმინდის მიერ იყო ნაკურთხი.

ყოვლადწმინდა მარიამს მალე გარდაეცვალა მოხუცი მშობლები. მან ქალწულების აღთქმა დადო ღვთის წინაშე, რომ დარჩებოდა ტაძარში და უფლის ნებას დაემორჩილებოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები