4 დეკემბერი ლევან თუთბერიძის დაბადების დღეა

4 დეკემბერს,  რეჟისორს, მსახიობს, სცენარისტსა და პროდიუსერს ლევან თუთბერიძეს  61 წელი შეუსრულდა.
დაიბადა 1959 წელს, თბილისში. 1982 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინორეჟისორის სპეციალობით. 1980 წელს მთავარი როლი შეასრულა ფილმში „დიმიტრი თავდადებული“. 1982 -1985 წლებში იყო საქართველოს ტელევიზიის რეჟისორი, 1998-2000 წლებში ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო კინო ინსტიტუტში. 2009 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. დამდგმელი რეჟისორია ფილმებისა: „მახარე“ (1986), „ნაზარის უკანასკნელი ლოცვა“ (1988), „გასეირნება ყარაბაღში“ (2005), „უშენოდ მგონი მოვკვდები“ (2010) და სხვა. სცენარის ავტორია ფილმებისა: „მახარე“, „ნაზარის უკანასკნელი ლოცვა“, „წარსულის აჩრდილები“ (1996); პროდიუსერია ფილმებისა: „ნაზარის უკანასკნელი ლოცვა“, „უშენოდ მგონი მოვკვდები“. კომპოზიტორია ფილმისა „მახარე“. 2016 წელს ლევან თუთბერიძის ფილმი „მოირა“ წარდგენილი იყო ოსკარზე.
არის პირველი დამოუკიდებელი კინოსტუდია “აისის” დამფუძნებელი  (1990), კინოთეატრ „ამირანის“ დამფუძნებელი და მხატვრული ხელმძღვანელი (1995-2007), კინოკომპანია „ნაზარის“ დამფუძნებელი (2007), ტელეკომპანია „იბერიას“ მხატვრული ხელმძღვანელი (1999-2002), ღირსების ორდენის კავალერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები