გიული ჩქარეულის ონლაინ პოეზიის საღამო გაიმართება

5 დეკემბერს, ირლანდიის დროით 16:00 საათზე  და საქართველოს დროით 20:00  საათზე, საქართველოს საელჩო ირლანდიაში, გიული ჩქარეულის ონლაინ პოეზიის საღამოს – „ლექსებით ვუმღერი ყაზბეგს და წინაპრებს“  – მართავს.
„ვისაც სურვილი გაქვთ მიიღოთ მონაწილეობა,შემოგვიერთდით. აქედან მე წაგიკითხავთ როგორც ახალ, ისე წიგნებში შესულ ლექსებს, მანდედან თქვენ მოგვაწვდინეთ თქვენი ხმა და ამ გაციებულ სამყაროში ცოტა მაინც გავუთბოთ ერთმანეთს გულები. გელოდებით“, – წერს გიული ჩქარეული ფეისბუქის გვერდზე.
დასწრება შესაძლებელია ბმულის საშუალებით:
https://mfageo.webex.com/mfageo/j.php?MTID=m8b5a6e5784fb0fa42b5fce16ba759903

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები