საქართველოში საერთაშორისო IT კომპანიები შემოდიან

საქართველოს მთავრობის მიერ 8 ოქტომბერს მიღებული დადგენილების მიხედვით, საერთაშორისო სტატუსის მქონე IT კომპანიები ისარგებლებენ საგადასახადო შეღავათებით, რაც გულისხმობს საშემოსავლო გადასახადის 15%-ისა და 20%-ის ნაცვლად 5%-ით დაბეგვრას.

ასევე მთავრობის გადაწყვეტილებით, დადგინდა საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრისა და მისთვის ნებადართულ ისაქმიანობის სახეები და ცალკეული ხარჯების ნუსხა.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში საქართველოში შემოდიან მსოფლიოს უმსხვილესი IT კომპანიები.

EPAM Systems-მა საქართველოში შვილობილი კომპანიის დასარეგისტრირებლად და საერთაშორისო კომპანიისთვის ახლადდადგენილი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობისთვის პროცედურები პირველმა დაიწყო. IT კომპანია წლიური $9 მილიარდიანი შემოსავლით ნიუ-იორკისს აფონდო ბირჟაზეა რეგისტრირებული და პირველია, რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაინტერესდა.

Exadel – ი მეორე IT კომპანიაა, რომელიც მის საქმიანობას საქართველოში გადმოიტანს.20 წლის წინ ამერიკაში, სილიკონ ველიზე დაარსებულიკომპანია დღეს 1000 თანამშრომელსა და 23 ოფისს აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. (აშშ, პოლონეთი, ლიტვა, გერმანია, ბელარუსი, უკრაინა, რუსეთი, უზბეკეთი.

,,საქართველოში ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მაღალი დონის საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების შემოსვლა. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, იშოვნონ მაღალანაზღაურებადი სამსახური. ასევე აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შეღავათებთან ერთად საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მასშტაბური გადამზადების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საერთო ჯამში 3000 IT სპეციალისტი გადამზადდება. საერთაშორისო მასშტაბის ტრენინგების დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ საერთაშორისო ოფიციალურ სერთიფიკატს შესაბამისი კვალიფიკაციის მიხედვით, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს კიდევ უფრო გაუმარტივებს საერთაშორისო კომპანიებში დასაქმებას.“ – აცხადებს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.

იმისათვის, რომ კომპანიამ საგადასახადო შეღავათებით ისარგებლოს, უნდა ჰქონდეს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, ასევე შეიძლება იყოს არარეზიდენტი საწარმოს წარმომადგენელი საქართველოში, თუ აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები