როდის ხდება ჰოსპიტალიზება აუცილებელი – ლევან რატიანმა კორონავირუსით ინფიცირებულთა აუცილებელი სიმპტომები დაასახელა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა კორონავირუსით ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზებისთვის აუცილებელი სიმპტომები დაასახელა. ამის შესახებ მან „მაესტროს“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, პირველი საგანგაშო არის ცხელება.

,,როდესაც პაციენტს ტემპერატურა და ხველა უგრძელდება, ტემპერატურა აღემატება 38 გრადუსს და ეს გრძელდება 48 საათზე მეტი, აქვს შეუპოვარი ხველა, ძლიერი საერთო სისუსტე, აღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად ასაკისა, დაავადებისა ესეთი პაციენტები ექვემდებარებიან ჰოსპიტალიზაციას.

შეიძლება, სუნთქვის უკმარისობა ჰქონდეს ადამიანს და ამას ვერ გრძნობდეს, ამიტომ არის ეს ვირუსი ვერაგი. სატურაცია არის განმსაზღვრელი, მაგრამ ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის, ამიტომ, პირველი საგანგაშო არის ცხელება, 38+1, რომელიც არის 48 საათის განმავლობაში“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

დღეს საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5068 ადამიანს დაუდასტურდა, 2 336 კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 152 704-ს შეადგენს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები