ბოლო 24 საათში კორონავირუსით 38 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში, კორონავირუსით 38 ადამიანი გარდაიცვალა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 24 349. მათ შორის, 6 671 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 925, აჭარაში-1 025, იმერეთში-1 267.

„სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 425 გარდაცვალების შემთხვევა,”- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები