“ადამიანს, რომელიც კორონავირუსს გადაიტანს, დიდი ალბათობით, ვაქცინაცია აღარ დასჭირდება” – ლევან რატიანი

„კორონავირუსი ტოვებს მყარ იმუნიტეტს. მრავალი დაავადება არსებობს: წითელა, წითურა, რომელიც ვერაგი იყო, მაგრამ კაცობრიობა მოერია”, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
„კორონავირუსი ტოვებს მყარ იმუნიტეტს. მრავალი დაავადება არსებობს: წითელა, წითურა, რომელიც ვერაგი იყო, მაგრამ კაცობრიობა მოერია.
ერთად დგომით, მოვლა-მზრუნველობით გადავრჩებით, იმედია, ამის რესურსი ჩვენს ერს აქვს. ვიცი, რომ ბევრი ნერვიულობს ამ ვირუსის შესახებ – ვაიმე, თუ დამემართა, რა უნდა ვქნა?! დღეს მედიცინაში ამ ვირუსის შესახებ ბევრი რამ ვისწავლეთ, თითქოს, მთელმა მედიცინამ და ბიოლოგიურმა სამყარომ სხვა დაავადებები დაივიწყა და ყველა კორონავირუსსზე გადაერთო, მაგრამ ამ ეტაპზე ეს აქტუალურია, ახლა ყველას ძირითადი ამოცანაა – ეს ვირუსი დავამარცხოთ“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები