“დეკემბრის ბოლოსთვის კოვიდი ტუბერკულოზსაც გადაასწრებს და გახდება პირველი „ინფექციური მკვლელი“ 1 წლის განმავლობაში”

დეკემბრის ბოლოსთვის კოვიდი ტუბერკულოზსაც გადაასწრებს და გახდება პირველი „ინფექციური მკვლელი“ 1 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხშირად აკრიტიკიბენ იმის გამო, რომ შემზღუდველ ღონისძიებებს მხარს უჭერს, თუმცა უფლებათა შორის ყველაზე ღირებული ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთლობის უფლებაა.

“ტუბერკულოზი 1.6 მილიონ ადამიანს კლავს ყოველწლიურად, “C” და “B” ჰეპატიტი – 1.4 მილიონს, შიდსი – 800 000 და მალარია 600 000-მდე ადამიანს. კოვიდი დეკემბრის ბოლოსთვის ტუბერკულოზსაც გადაასწრებს და გახდება პირველი ინფექციური მკვლელი 1 წლის განმავლობაში, რომელმაც შეიწირა ადამიანები. ჩვენ 19 გარდაცვლილი გვყავდა 10 სექტემბრამდე, ნოემბერში გვაქვს განსაკუთრებით მაღალი გარდაცვალების მაჩვენებელი, 1400-მდე ადამიანი უკვე შეეწირა კოვიდს. ამ საკითხზე საუბარი რთულია, მე ხშირად მაკრიტიკებენ იმის გამო, რომ შემზღუდველ ღონისძიებებს მხარს ვუჭერ. მესმის, რომ შემზღუდველი ღონისძიებები მოსახლეობისთვის ეკონომიკური თვალსაზრისით რთულია, თუმცა უფლებათა შორის ყველაზე ღირებული ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთლობის უფლებაა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ  „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები