ისრაელში შოთა რუსთაველის ბიუსტი დაიდგა

ისრაელში, კირიათ ბიალიკში, ცურ შალომის დასახლებაში ქართველი ებრაელი ხელოვანისა და დამსახურებული ქორეოგრაფის, ღვაწლმოსილი საზოგადო მოღვაწის, შოთა წვენიაშვილისა და ქალაქ კირიათ ბიალიკის მერის, ელი დუკოლსკის თაოსნობით, შოთა რუსთაველის ბიუსტი დაიდგა. ამის შესახებ სოფიალურ ქსელში საქართველოს კულტურის დესპანი ისრაელში აკადემიკოსი, პაატა იოსებაშვილი ავრცელებს ინფორმაციას.
საზეიმო შეხვედრა გახსნა და საღამოს უძღვებოდა აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი, შოთა წვენიაშვილი.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქართველი თემისა და საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.
დამსწრეთ მიესალმა საქართველოს ელჩი ისრაელში – ლაშა ჟვანია, დოქტორი დავით – ბოთერა-ბოთერაშვილი და სხვები.
შოთა წვენიაშვილის ქართული ცეკვის ანსამბლის მინაწილეობით გაიმართა საზეიმო კონტერტი.

„ეს ბრწყინვალე ღონისძიება, რომელიც ქალაქის მერის, ბატონ ელი დუკოლსკისა და ღვაწლმოსილი ქორეოგრაფის, შოთა წვენიაშვილის ინიციატივით გაიმართა, დიდ წვლილს შეიტანს ქართულ-ებრაული ურთიერთობის გაღრმავებასა და ორი მოძმე ერის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის განმტკიცებაში.
ეს ღონისძიება და მაღალ დონეზე ჩამოსხმული ძეგლი ისრაელშიც უკვდავს გახდის დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის სახელს!
ძეგლს ღირსებას მატებს მასზე ამოკვეთილი, დიდი პოეტის რამდენიმე აფორიზმი!

მივესალმები მსგავსი ღონისძიებების (სხვადასხვა თემაზე) მასობრივ თაოსნობას და განხორციელებას ორი ქვეყნის ნაკურთხ მიწა-წყალზე, რასაც სიკეთისა და საქმის კეთებას ვუწოდებ“, –  წერს პაატა იოსებაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები