თბილისის ზოგიერთ უბანში შესაძლოა გაზის წნევა დავარდეს
თბილისის გარკვეულ უბნებში ბუნებრივი აირის წნევის ვარდნაა მოსალოდნელი. ამის შესახებ განცხადება “ყაზტრანსგაზ-თბილისმა” გაავრცელა. “თბილისში უპრეცედენტო ყინვებთან და, შესაბამისად, ბუნებრივი აირის მოხმარების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით, კომპანია აფრთხილებს აბონენტებს, რომ გარკვეულ უბნებში შესაძლოა წნევის დროებითი ვარდნა. ავარიების თავიდან ასაცილებლად “ყაზტრანსგაზ-თბილისის” ტექნიკური სამსახური მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადადის. ამასთანავე, კომპანია მოუწოდებს თბილისელებს, ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში დაუკავშირდნენ “ყაზტრანსგაზ-თბილისის” საავარიო სამსახურს. ტელ: 2 37 56 88; 114″, – აღნიშნულია განცხადებაში.