„ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მიმდინარეობს

„ლელო საქართველოსთვის“ ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრას ოპოზიციური პარტიების თითქმის ყველა ლიდერი ესწრება.

“ლელო საქართველოსთვის” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა გარკვეულ საკითხებზე პოზიციები უნდა შეაჯერონ.

„ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, ვალდებული ვართ, რომ საკითხები სწრაფად გადაწყდეს და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შეჯერებული პოზიცია არსებობდეს. პოზიცია იგივეა, არაფერი ამ პოზიციაში არ შეცვლილა, თუმცა, არის საკითხები, რომლებიც სხვადასხვა ოპოზიციურმა პარტიამ ერთმანეთთან უნდა შეაჯეროს”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები